გამაჯანსაღებელი პროგრამა
თანამედროვე ადამიანის ქალაქის ტემპით ცხოვრება, ყოველ ჩვენთაგანზე გამოუსწორებელ დაღს ასვამს. საოფისე "ჯდომითი" სტილის სამუშაო იწვევს ხერხემლისა და სახსრების ქრონიკულ თუ მიმდინარე დაავადებებს. ქალაქის დაბინძურებული ჰაერი კი ჩვენი ფილტვების პირველი მტერია. "ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი" გთავაზობთ ექიმის კონსულტაციისა და დანიშნულების მიხედვით სამკურნალო-გამაჯანსაღებელ პაკეტებს. ყოველი მომხმარებლის შემთხვევა ინდივიდუალურია, შესაბამისად ჩვენი პროცედურები მიმართულია დაავადებების პრევენციისა ან/და მათი განკურნვისა თუ ადამიანის გაჯანსაღებისაკენ. ჩვენთან გატარებული დასვენება და პროცედურები დიდი ხნის მანძილზე გაგყვებათ და თქვენი ორგანიზმი უთუოდ იგრძნობს შვებასა და სიმშიდეს.
ძირითადი დაავადებები
წყალტუბოს მინერალური რადონული წყლები თანმდევი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურებით კურნავს შემდეგ ფართოდ გავრცელებულ დაავადებების ჯგუფებს:
* საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა;
* გულსისხლძარღვთა დაავადებები;
* ნერვული სისტემა;
* გინეკოლოგიური დაავადებები.;
* ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
* კანის დაავადებები.
წყალტუბოში ყოველი ზემოაღნიშნული დაავადების პრევენციისა და მკურნალობის დიდი ხნის გამოცდილებაა. წყალტუბოს სამკურნალო წყლებზე პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში გვხვდება. 1970-იან წლებში კი ჩვენთან ყავარჯნების მუზეუმი არსებობდა, სადაც გამოჯანმრთელებული პაციენტები და დამსვენებლები უკვე უფუნქციოდ დარჩენილ ყავარჯნებს ტოვებდნენ.
პაკეტები “Beauty”
აღნიშნული პაკეტები განკუთვნილია როგორც ქალბატონების, ისე მამაკაცებისათვის. იგი მოიცავს ჩვენი სტუმრებისათვის სახისა და ტანის მრავალ სპა პროცედურას. მათ შორისაა სახისა და თავის მასაჟები, სახის ნიღაბები, მკვდარი ზღვის ტალახის პროცედურები, წყალქვეშა მასაჟი, სპა კაპსულა, ტაილანდური მცენარეული მასაჟი და მრავალი სხვა. პროცედურების ზუსტი ჩამონათვალი შეგიძლიათ მოიკითხოთ პაკეტის შეძენისას და იგი დამოკიდებულია ჩვენთან სტუმრობის დღეების რაოდენობაზე.
აღნიშნული პაკეტი გთავაზობთ ასევე ანტიცელულიტურ პროგრამას, რომელიც აერთიანებს უახლესი ევროპული წარმოების ლიმფოდრენაჟის აპარატით პროცედურებსა და ანტიცელულიტური კრემებით მასაჟებს.
პაკეტები "Beauty" ხელმისწვდომია 2019 წლის 1 თებერვლიდან.
გასახდომი “დეტოქს” პროგრამა
ჩვენი სტუმრებისათვის შემუშავებულია სპეციალური გასახდომი დეტოქს პროგრამა. იგი მოიცავს ექიმი ენდეკრინოლოგის კონსულტაციის შემდეგ შესაბამის კვებით პროგრამას, გასახდომ სპა პროცედურებს, ფიტნეს ცენტრში დატვირთვასა და აკვააერობიკას სუფთა ჰაერზე-გარე აუზში. გასახდომი "დეტოქს" პროგრამა ხელმისწვდომია ხელმისწვდომია 2019 წლის 1 თებერვლიდან.
სარელაქსაციო პროცედურები
ჩვენი ძირითადი მისია თქვენი სტუმრობისას არის შეგიქმნათ საუკეთესო დასვენებისა და რელაქსაციის პირობები. მოხარულნი ვიქნებით გიმასპინძლოთ ჩვენს სპა/სამკურნალო ცენტრ "მაგნოლია"-ში, სადაც თვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ დაჯავშნოთ სპა და გამაჯანსაღებელი პროცედურების ფართო სპექტრი. ვიმედოვნებთ, რომ "ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტში" გატარებილი დღეები და ჩატარებული ველნეს პროცედურები, თქვენთვის სხეულისა და სულის გაჯანსაღებისა და რელაქსაციის საუკეთესო საშუალებად იქცევა.