სპა და სამედიცინო ცენტრი
ულამაზეს ბუნებასა და სასიამოვნო გარემოში განთავსებულია "ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი"-ს სპა სამედიცინო ცენტრი "მაგნოლია", რომელიც გთავაზობთ როგორც გამაჯანსაღებელ სპა პროცედურებსა და სპეციალურ პროგრამებს, ასევე ექიმის მიერ ინდივიდუალურად დანიშნულ სამედიცინო პროცედურებსა და მკურნალობას.
ვრცლად...
“All inclusive” პაკეტები
მოხარული ვართ გაცნობოთ,რომ "ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი" გთავაზობთ საქართველოში პირველად "All inclusive" ტიპის სასტუმრო პაკეტებს. აღნიშნული პაკეტი მოიცავს როგორც სამჯერად კვებას, ისე გვიან საუზმეს, აუზთან მსუბუქ სადილს, ქართული წარმოების ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების უფასოდ ხელმისაწვდომობას დღის განმავლობაში. გასართობი პროგრამა აუზთან და ანიმაცია, საღამო საკონცერტო პროგრამა და ეს ყველაფერი როდია
ვრცლად...
საკონფერენციო საშუალებები
ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ საკონფერენციო საშუალებების ფართო სპექტრს. "ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტში" შესაძლებელია 300-350 კაციანი კონფერენციისა თუ ღონისძიების ჩატარება. ხელმისაწვდომია 7 საკონფერენციო დარბაზი, მათგან ყველაზე დიდი 350 ადამიანზეა გათვლილი. ასევე სარესტორნე კომპლექსი, რომელიც ერთდროულად 300 ადამინის დარბაზში და 80 ადამინის ტერასაზე განთავსების საშუალებას იძლევა.
ვრცლად...
გართობა
ბავშვი, მოზარდი თუ უფროსი ჩვენს ტერიტორიაზე თავის შესაბამის გართობას იპოვის. ბილიარდი, აირ-ჰოკეი, მაგიდის ფეხბურთი, დარტსი, მაგიდის ტენისი ჩვენს გასართობ ოთახში. შესაძლებეია ველოსიპედების ქირაობა და ეზოსა თუ წყალტუბოს პარკში გასეირნება. გარე გასართობებიდან გთავაზობთ ღია აუზს, მინი ფეხბურთის მოედანს, ფრენბურთის მოედანს. დილას, თუ დღის ნებისმიერ დროს არაფერი ჯობია ჩვენს ტყეში სეირნობას, რომლის ბილიკის ხანგრძლივობა 1 კილომეტრია.
ვრცლად...
საქორწილო წვეულება
ულამაზესი ეზო და არაჩვეულებრივი გარემო თქვენ ქორწილს დაუვიწყარ დღედ აქცევს. შესაძლებელია როგორც ერთდღიანი ისე რამოდენიმე დღიანი წვეულების გამართვა. ხელმოწერა შიდა ბაღში მომლოდინე სტუმრების თვალწინ, ფურშეტი, შადრევნები, კონფეტ'ი, ფეიერვერკი და ეს ყველაფერი როდია ...
ვრცლად...
ტურები
ხელსაყრელი განლაგება საშაულებას გვაძლევს შემოგთავაზოთ 1 და 2 დღიანი ტურები, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის. "პრომეთეს მღვიმე", "სათაფლიას" ნაკრძალი, "ოკაცეს კანიონი", მარტვილის კანიონი, ტური გელათსა და ბაგრატში, ულამაზესი ბათუმის სტუმრობა.
ვრცლად