შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი ჯავშნის მოთხოვნა დასაჯავშნად და მოითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია
სპეციალური შემოთავაზება
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი სასტუმრო სეზონურად და სხვადასხვა უქმე დღეებზე აცხადებს სპეციალურ შემოთავაზებებსა და პაკეტებს საქართველოს მოქალაქეებზე. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ან მოგვწეროთ, ჩვენი გუნდი ყოველთვის ეცდება შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული დასასვენებელი პაკეტი იქნება ეს საოჯახო, სამკურნალო, ჯგუფური თუ საქმიანი გასვლითი ღონისძიება.
სანატორიუმი
სანატორიული დასვენების უპირატესობები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. სანატორიული დასვენება უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, დააკავშიროთ განტვირთვა თერაპიულ პროცედურებთან, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს მათთვის, ვისაც სურს საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ჩვეულებრივი კურორტებისგან განსხვავებით, სანატორიუმები უზრუნველყოფენ ექიმის ზედამხედველობით ჩატარებულ პროცედურებს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებებზე.
სპა და მკურნალობა
წყალტუბოს მინერალური რადონული წყლები თანმდევი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურებით კურნავს შემდეგ ფართოდ გავრცელებულ დაავადებების ჯგუფებს: * საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა * გულსისხლძარღვთა დაავადებები * ნერვული სისტემა * ნივთიერებათა ცვლის დარღვევა * კანის დაავადებები * გინეკოლოგიური დაავადებები წყალტუბოში ყოველი ზემოაღნიშნული დაავადების პრევენციისა და მკურნალობის დიდი ხნის გამოცდილებაა. წყალტუბოს სამკურნალო წყლებზე პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში გვხვდება. 1970-იან წლებში კი ჩვენთან ყავარჯნების მუზეუმი არსებობდა, სადაც გამოჯანმრთელებული პაციენტები და დამსვენებლები უკვე უფუნქციოდ დარჩენილ ყავარჯნებს ტოვებდნენ.