ტურისტულ ოპერატორებს

  • “წყალტუბო სპა რესორტი” გთავაზობთ ტურისტულ კომპანიებს – 1, 2 და 3 ღამისთევას ტურისტული ჯგუფებისათვის. მოგეხსენებათ ქ.წყალტუბოს ცენტრალური განლაგება, რაც გაძლევთ საქართველოს მასშტაბით მოგზაური ჯგუფების ჩვენს სასტუმრო კომპლექსში კონფორტულად განლაგების საშუალებას. ჯგუფებისათვის გთავაზობთ სპეციალურ ფასებს HB (ვახშამი+საუზმე) პაკეტებზე. პოპულარული ტურისტული სანახაობები განლაგებულია ჩვენგან ძალიან ახლოს. მათ შორისაა: “პრომეთეს მღვიმე” 6კმ, “სათაფლიას ეროვნული ნაკრძალი” 6კმ, ბაგრატის კომპლექსი 15კმ, ქ.ქუთაისის ცენტრი 10კმ, “საქართველოს პარლამენტი”-ს ახალი შენობა 10კმ.
  • ასევე გთავაზობთ სპეციალური ფასდაკლების სისტემას ჩვენს სასანატორიუმე პაკეტებზე თუ სასასტუმრო მომსახურეობაზე. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოთხოვნა და ჩვენ უმოკლეს ვადაში გამოგიგზავნით სპეციალურ ფასებს.
  • “წყალტუბო სპა რესორტი” გთავაზობთ თქვენი ჯგუფური ტურისტებისათვის დამატებით პაკეტებს
  • ფოლკლორ შოუს (ქართული ხალხური სიმღერა ჩოხაში გამოწყობილი პროფესიონალი ანსამბლის შესრულებით, 350 კაციან ულამაზეს საკონცერტო დარბაზში),
  • ტური – “სტალინის ნაკვალევზე” – “წყალტუბო სპა რესორტი”-ს ტერიტორიაზე სტალინისა და სხვა განთქმული გენერლების საცხოვრებელი ოთახების, საბილიარდოს, მე-6 სტალინის აბაზანისა და აუზის და ბარ-მუზეუმის “Never back in USSR” მონახულებით, მრავალი საინტერესო ისტორიითა და სამხედრო სამუზეუმო ექსპონატების მონახულებით.
  • ღვინის დეგუსტაციის მოწყობას(რამოდენიმე სახის ღვინო, ქართულ თონეში გამომცხვარი შოთის პური, ყველის ასორტი, ხილის ასორტი)
  • თონეში პურის ცხობის ტენოლოგიისა და ჩურჩხელის ამოვლების გაცნობასა და მასში მონაწილეობას
  • სარელაქსაციო და კლასიკური მასაჟის პროცედურებს თქვენი დაღლილი ტურისტებისათვის.